Sunday, April 26, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

მეოთხე  მოდულში დეტალურად  გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო აქტივობაში,
შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, რეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე, შეფასების სტრატეგიების განხილვას, შეფასების რუბრიკებს...

 Power Point-ში მუშაობისას რამდენიმე ჩემთვის ახალ ინფორმაციას წავაწყდი. ასევე ძალიან მომწონს შეფასების რუბრიკები, რომლებიც გვაძლევს მიმართულებას ჩვენს სასწავლო გარემოზე ორიენტირებული რუბრიკების ჩამოყალიბებისთვის. და კიდევ ერთი- ახლა გაცილებით უკეთ ვარჩევ ზოგადი, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს ერთმანეთისგან- არ მეგონა რომ ამას Intel-ი მასწავლიდა.

დავასკვნათ, რომ Intel-ი არამარტო გვასწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ყოველდღიურობაში, არამედ სხვა უნარების დახვეწაშიც გვეხმარება.

ამიტომ THANK YOU, INTEL.

No comments:

Post a Comment