Monday, May 4, 2015

პროექტის პრეზენტაცია

მერვე მოდულის რეფლექსია

მერვე მოდულში ჩვენ:

ბლოგზე ავტვირთეთ პეზენტაცია;

ბლოგზე ავტვირთეთ პორტფოლიო.


პორტფოლიო

 დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორტფოლიო

Sunday, May 3, 2015

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ჩვენ გავეცანით საავტორო უფლებებს. კონკრეტულად კი:
საავტორო უფლებების ტესტს,
პრეზენტაციას-საავტორო უფლებების ქაოსი.

სიახლე იყო ის, რომ თურმე (c) ნიშანი მიუთითებს საავტორო უფლებით დაცულ დოკუმენტზე.


Friday, May 1, 2015

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მეხუთე მოდულში ჩვენ გავიგეთ თუ როგორ უნდა ავაწყოთ კარგი პრეზენტაცია.
თურმე ჯადოქრობა არ არის საჭირო ნახატი რომ ანიმაციად აქციო, ან სლაიდი ამოძრაო, ან შენთვის სასურველი ტონალობა მისცე სლაიდს. რაც არ უნდა ელემენტარული იყოს, ვიღაცამ ხომ უნდა გასწავლოს? ჰოდა ვისწავლეთ ბატონო ინტელის დაფინანსებით და ბ-ონ დათოს დამსახურებით.
მადლობა ორივეს.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

ამ მოდულში ჩვენ გავეცანით:

1) პრეზენტაციას სახელწოდებით: ,,Power Point-ი კლავს''.

2) ცხრილს:,,მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა''. აქ ყურადღება გავამახვილეთ მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესაბამისობაზე, სტრატეგიების დალაგებას სირთულისდა მიხედვით''.

3) გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიებს.

4) Google Drive-ში პრეზენტაციის ატვირთვას.

5) ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნებას.

Sunday, April 26, 2015

მეოთხე მოდულის რეფლექსია

მეოთხე  მოდულში დეტალურად  გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებას, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო აქტივობაში,
შეფასების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, რეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე, შეფასების სტრატეგიების განხილვას, შეფასების რუბრიკებს...

 Power Point-ში მუშაობისას რამდენიმე ჩემთვის ახალ ინფორმაციას წავაწყდი. ასევე ძალიან მომწონს შეფასების რუბრიკები, რომლებიც გვაძლევს მიმართულებას ჩვენს სასწავლო გარემოზე ორიენტირებული რუბრიკების ჩამოყალიბებისთვის. და კიდევ ერთი- ახლა გაცილებით უკეთ ვარჩევ ზოგადი, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს ერთმანეთისგან- არ მეგონა რომ ამას Intel-ი მასწავლიდა.

დავასკვნათ, რომ Intel-ი არამარტო გვასწავლის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ყოველდღიურობაში, არამედ სხვა უნარების დახვეწაშიც გვეხმარება.

ამიტომ THANK YOU, INTEL.